სიახლე

"ქუთაისიდან ჩამოვედი... ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - გოგონა კაქტუსით დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა

"ქუთაისიდან ჩამოვედი... ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - გოგონა კაქტუსით დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ფოტო, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან მდგო­მი გო­გო­ნა. ფო­ტო­ზე კი ასეთ წარ­წე­რას ვკი­თხუ­ლობთ: "გო­გო­ნა ბო­ლომ­დე იდგა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან, ძვირ­ფას დროს ელო­დე­ბო­და - ხალ­ხი რო­დის წა­ვი­დო­და, ხელ­ში კი, სიყ­ვა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რე ეჭი­რა, რო­მე­ლიც ათას ყვა­ვილ­ში ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო იყო."

ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია გვან­ცა მხე­ი­ძე, რო­მე­ლიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­ვი­და გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად. ამის შე­სა­ხებ გვან­ცა "ფე­ის­ბუქ­ში" თა­ვად წერს.

"პირველ რიგში, მადლობა თეკლეს, ამ მშვენიერი ფოტოსთვის. დღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ქუთაისიდან
ჩამოვედი თბილისში, გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად. თან ჩამოვიტანე და სასაფლაოზე მივიტანე კაქტუსი ქოთნით. "და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი -ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, რომ გიყურებთ, ახლაც მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ..."

და ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა - თეკლემ და Demetre Samkharadze-მ დაინახა, შეამჩნია ქოთნით კაქტუსი, მოვიდნენ და გამეცნენ, ფოტოები გადამიღეს, 'შოოორეული' დიღმის მასივებისკენ გაგნებაში დამეხმარნენ... ????????

მოკლედ, უსაყვარლესი ნაცნობები შევიძინე საერთო საყვარელი მწერლის და ერთი ქოთანი კაქტუსის - სიყვარულის უცნაური მცენარის - მეშვეობით", - წერს გვანცა.

ცნობისთვის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი 3 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1962 წელს და­ამ­თავ­რა თსუ-ს ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1968 წელს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მი­ი­ღეს. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი 1961 წელს და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“. მწე­რა­ლი არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია - "სა­ბას" ლა­უ­რე­ა­ტი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის".

მწე­რა­ლი 6 აპ­რილს, სა­კუ­თა­რი ან­დერ­ძის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, შვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93