სიახლე

თბილისის რესტორნიდან გამოქვეყნებულმა ქორწილის ფოტოკადრებმა საზოგადოების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია - "მაგრად დავასაჩუქრეთ"

თბილისის რესტორნიდან გამოქვეყნებულმა ქორწილის ფოტოკადრებმა საზოგადოების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია - "მაგრად დავასაჩუქრეთ"
რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში საკუთარ რესტორანში გადაღებული რამდენიმეკაციანი ქორწილის ფოტოს აქვეყნებს. ლაშა ხაზს უსვამს სიძე-პატარძლის დამოკიდებულებას ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში არსებული სიტუაციის მიმართ.

„სიძე-პატარძალი და თითო-თითო მეჯვარე სრული წესების დაცვით და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. ჰო, რაც მთავარია, დედოფალი საქორწილო კაბით და სიძეც გამოწკეპილი. როგორ გინდა, პატივი არ სცე ასეთ მოქალაქეებს? თან, იმის მერე, რაც 2 დღის წინ მოვიდნენ ადამიანები, 8 აპრილს უნდოდათ 150-კაციანი ქორწილი და გაუკვირდათ, უარი
რომ მიიღეს… მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი უარის მერე სხვა რესტორანმა ისინი მაინც დასვა…

P.S. ფოტოზე მყოფი წყვილი, რა თქმა უნდა, მაგრად დავასაჩუქრეთ“, - ნათქვამია ლაშა ბასლანძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93