სიახლე

"ასეთ რეალობაში მეხუთე შვილის გაჩენა შეუძლებელია; ვფიქრობ, ოთხი შვილით რომელ ქვეყანას ჩავბარდე" - ხატია სიჭინავა

"ასეთ რეალობაში მეხუთე შვილის გაჩენა შეუძლებელია; ვფიქრობ, ოთხი შვილით რომელ ქვეყანას ჩავბარდე" - ხატია სიჭინავა
ხატია სიჭინავა ბოლო დროს ხშირად გამოხატავს საკუთარ აზრს "ინსტაგრამის" პირადი ანგარიშიდან, რის გამოც მისი პოპულარობა საზოგადოებაში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ ეთანხმება სიჭინავას მოსაზრებებს, ის მაინც აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პრიორიტეტულ თემაზე საკუთარი შეხედულებების თამამად გაზიარებას "ინსტაგრამ სთორის" მეშვეობით.

ხატიას თქმით, ამჟამად სოფლური ცხოვრებით ცხოვრობს და კიკეთში სათბურის მოწყობა გადაწყვიტა, სადაც ყველანაირ საჭირო ბოსტნეულს მოიყვანს.

"ალბათ, იცით, რომ ყოველ წელს ახალ შვილს ვაჩენდი და უკან რომ ვიყურები, ჩემს თავს სულ ორსულ მდგომარეობაში ვხედავ.
თუმცა, საბედნიეროდ,
დავასრულე გამრავლების ეტაპი. მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს და მე და ჩემმა ქმარმა ქვეყნის წინაშეც მოვიხადეთ საკუთარი ვალი", - ამბობს ხატია.

მისივე თქმით, მეხუთე ბავშვს, ალბათ, აღარ გააჩენს.

"ალბათ, მეხუთე შვილი გამორიცხულია, რადგან ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ასეთ რეალობაში მეხუთე შვილის გაჩენა შეუძლებელია. ვფიქრობ, ოთხი შვილით სად წავიდე და რომელ ქვეყანას ჩავბარდე“ - ამბობს ხატია ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ჟუჟუნა ვეშაგური
თუ ჩვენ ასე ვიფიქრეთ,დავიღუპებით ჩემო ხატია,ნუთუ დაილია ჭკვიანი ხალხი საქართველოში.აი ნახავ რაღაც ჭკვიანურს გააკეთებს ვინმე.
20:35 / 23-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93