მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის სკანდალურ განცხადებებს, თუმცა ნაკლებად ცნობილები არიან მისი ქალიშვილები. თურქეთის პირველ პირს ოთხი შვილი ჰყავს - ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი.
ვინ არიან და რას საქმიანობენ ერდოღანის ქალიშვილები?
თურქეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ესრა ერდოღანია, რომელიც უმცროსი დისგან განსხვავებით, საზოგადოებაში ნაკლებად ჩნდება და ნაკლებად აქტიურია. 35 წლის ესრაზე მედიაში ნაკლებს წერენ.
პრეზიდენტის ქალიშვილი 2004 წელს თურქ ბიზნესმენსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილ მინისტრს, ბერატ ალბაირაკს გაჰყვა ცოლად. წყვილს სამი შვილი ჰყავს: აჰმეთი, ემინე და სადიკი. ესრა ძირითადად საოჯახო საქმეებითაა დაკავებული, თუმცა შიგადაშიგ ოჯახთან ერთად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებებზე.
უფროსი დისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული 31 წლის სუმეიე ერდოღანი. ოთხი და-ძმიდან ყველაზე პატარა ერდოღანის საყვარელი შვილია.
"მამა სუმეიეს "ჩემ ქურციკს" ეძახის, თურქეთში ასე მიმართავენ ადამიანს, რომელიც არის ლამაზი და უძვირფასესი", - ამბობს ბი-ბი-სი-სთან თურქი კორესპონდენტი.
ესრა და სუმეიე ერდოღანებიფოტო: ესრა და სუმეიე ერდოღანები
სუმეიემ განათლება აშშ-სა და ბრიტანეთში მიიღო, პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი მამის მრჩეველი იყო მაშინ, როდესაც ერდოღანი იუსტიციისა და განვითარების პარტიას ხელმძღვანელობდა. სუმეიე მამას დიპლომატიური მოგზაურობის დროს მუდამ თან ახლდა.
2015 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუმეიე შესაძლოა პარლამენტის დეპუტატი გამხდარიყო, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია უარყვეს.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>