რამდენიმე დღის წინ ბუკინგემის სასახლეში ტრაგედია დატრიალდა, გარდაიცვალა ელისაბედ მეორის მეუღლე, 99 წლის პრინცი ფილიპი. ბრიტანეთი პრინცის გარდაცვალებას გლოვობს, ტაბლოიდები კი ოჯახის ქაოსურ წარსულზე ალაპარაკდნენ.
კვირას საღამოს 39 წლის მეგან მარკლი ამერიკაში დარჩა, ბრიტანეთში კი მხოლოდ ჰარი ჩავიდა. ეს ამბავი ბრიტანულ და სხვა უცხოურ მედიას არ გამოჰპარვია. როგორც მოგვიანებით მეგანის მეგობარმა თქვა, მას ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურდა. სწორედ ამიტომ პრინცის პანაშვიდზე წასვლა გადაიფიქრა.
გაჟღერდა ვერსია, რომ მეგანს ფრენა ექიმმა აუკრძალა, თუმცა მარკლი ჯერ პატარა ორსულია
და მისთვის ფრენა შეიძლება.
"მეგანმა თქვა, რომ ახლა მთავარია, რომ ის ჰარის დაუდგეს გვერდით და ნაკლებად მნიშვნელოვანია, დაესწრება თუ არა ის პანაშვიდს" - წერს ერთ-ერთი გამოცემა.
2020 წლის ნოემბერში მეგანი და ჰარი ბრიტანეთში დიდ დაპირისპირებას გაუმკლავდნენ. მათ სამეფო ტიტულზე უარი თქვეს, რის შედეგადაც საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყეს.
მეგანს სტრესის ფონზე მუცელიც მოეშალა, თუმცა წყვილმა ყველა სირთულე დაძლია და ახლა მარკლი და ჰარი მეორე შვილის მოლოდინში არიან.
წყარო: www.mirror.co.uk