სიახლე

"შემაფასეთ, სრულიად შევიცვალე იმიჯი" - გიორგი გასვიანი ახალ ფოტოს აქვეყნებს

"შემაფასეთ, სრულიად შევიცვალე იმიჯი" - გიორგი გასვიანი ახალ ფოტოს აქვეყნებს
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დაქორწინდა.

ამჯერად გიორგი გასვიანი გამომწერებს მიმართავს და ახალი იმიჯის შეფასებას სთხოვს: „ნიკა პლიევმა დამსვა თავის სკამზე და სრულიად შემიცვალა იმიჯი. შემაფასეთ“ - წერს ტელეწამყვანი. როგორც ჩანს, გიორგიმ თმის ფერი და ვარცხნილობა შეიცვალა, რამაც მისი იმიჯი რადიკალურად შეცვალა.

გიორგი გასვიანის ახალმა იმიჯმა გამომწერების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია. მეგობრები ტელეწამყვანს ახალ ვარცხნილობას უწონებენ და კომპლიმენტებსაც არ იშურებენ:
„მართლა ძალიან გიხდება“, „მშვენივრად გამოიყურები“, „გიხდება, აქამდე სად იყავი“
- წერენ გიორგის გულშემატკივრები.

ახალი იმიჯით გიორგი გასვიანი ფოტოებს ბათუმიდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, ის მეუღლესთან და მეგობრებთან, ნოე სულაბერიძესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ანრი ჯოხაძესთან ერთად დასასვენებლად იმყოფება და დროს სასიამოვნოდ ატარებს.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
თინიკო
ძალიან საყვარლები ხართ, ♥️♥️♥️♥️
00:12 / 08-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გიხდება გიორგი ახალი იმიჯი .და უხდებით ერმანეთს შენ და მარიტა. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ. ისე ანრი ჯოხაძესაც ვუსურვებდი მალე დაოჯახებას და დაწყვილებას.
07:43 / 07-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93