ისრაელის სამხედრო ძალები "ფეისბუქზე“ თელ-ავივში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დედა-შვილია აღბეჭდილი. ფოტოს აღწერაში კი ქალის მონათხრობს ვკითხულობთ:
“ბავშვს ვაძინებდი, როდესაც სირენების ხმა გაისმა. შეშინებული ვიყავი და ვტიროდი - შვილის სიცოცხლის გამო მეშინოდა.
ჩვენს სახლს ბომბებისგან დასაცავად თავშესაფარი არ აქვს. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ გოგონა ავიყვანე და გარეთ ტელეფონის გარეშე, ფეხშიშველი გავიქეცი", - ამბობს კორინი, ქალი თელ-ავივიდან, რომელმაც ღამე ბავშვთან ერთად, სადარბაზოში გაათენა.
ცნობისთვის, წუხელ დაჯგუფება "ჰამასმა" ღაზის სექტორიდან ისრაელის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, ღაზაიდან 130 რაკეტა გაუშვეს. უმეტესი მათგანი ისრაელის თავდაცვის სისტემამ, "რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა და დანიშნულების ადგილს მხოლოდ რამდენიმემ მიაღწია.
ღაზის სექტორზე საპასუხო იერიში ისრაელმაც განახორციელა. საბოლოო ჯამში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას ისრაელის 5 მოქალაქე და 36 პალესტინელი ემსხვერპლა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>