"ახლა, ამ წუთებში, როდესაც თქვენ გესაუბრებით, აქაურობა ინგრევა. ჯოჯოხეთური ხმებია. ათ წელზე მეტია აქ ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი რამ არ მახსოვს... სირენების ხმები, ფაქტობრივად, დღე-ღამე არ წყდება. ვცდილობ, არ მეშინოდეს, რადგან ვიცი, ისრაელს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავს; ასევე, ე.წ. რკინის გუმბათი აქვს, მაგრამ ამ გუგუნში ცხოვრება წარმოუდგენელია. არადა, ებრაელებს არ უყვართ შეშინებული ადამიანები, თავად ამ ხმებში შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ. გაოცებული ვარ მათი სიმამაცით..." - ამბობ ისრაელის ქალაქ აშკელონში მცხოვრები ქართველი ნაია ციციშვილი.
მისი თქმით, ამ წუთებში აშკელონსა და აშდოდში სირენები ისევ განახლდა. ისრაელმა ჰამასისისგან გაშვებული რაკეტების მორიგი ტალღა მოიგერია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელშიც არის მსხვერპლი, მაგრამ ბევრად მძიმე მდგომარეობაშია ღაზის სექტორი. 100-მდე შენობა, სადაც ტერორისტებს ბაზები ჰქონდათ მოწყობილი, დაბომბილია.
- ვიცი, რომ ისრაელის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას 2 საათით ადრე აფრთხილებდა, დაეტოვებინათ ტერიტორია. ვიცი, რომ გადიოდნენ, თუმცა, ყველა არა, ზოგს ტერორისტები არ უშვებდნენ, რომ შემდეგ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, როგორ უსწორდება ისრაელის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას. ვინც ახერხებდა, გარბოდა. რჩებოდნენ ტერორისტები და მათი თანამოაზრეები. ამ ქალაქებში, რომებლიც ჰამასის სამიზნეა, უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან ფაქტობრივად, ბუნკერიდან ვერ გამოვდივართ.
იხილეთ სრულად