კლინიკურმა თერაპევტმა, ვანესა რეიზერმა, ნიუ-იორკში საქორწინო კაბით 285 კილომეტრი გაირბინა. ეს აქტი მან ნარცისული ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში განახორციელა.
თეთრი საქორწინო კაბა დიდი ხანია, რაც ქალურობასთან, სინაზესთან, სიწმინდესთან ასოცირდება. ძველად ქალწულობის სიმბოლოც კი იყო. თეთრი კაბა ბედნიერი, ხანგრძლივი თანაცხოვრების დაწყებას ნიშნავდა. მას დღემდე ძლიერი საკულტო დატვირთვა აქვს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალები თეთრ კაბას არა მხოლოდ საქორწილო რიტუალის ნაწილად, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღების გასამახვილებლადაც იყენებენ. როგორც ვანესა რეიზიერი განმარტავს, მისთვის ეს ნივთი ფანტაზიის სიმბოლოა: „თეთრ კაბას იმ ქალების თანადგომისთვის ვიყენებ, ვინც არაჯანსაღ ურთიერთობაშია და პარტნიორის მხრიდან ნარცისულ ძალადობას განიცდის. მინდა, ეს თეთრი კაბა გახდეს სწორედ იმის სიმბოლო, რომ ქალებმა თავი დააღწიონ ისეთ ურთიერთობებს, სადაც მათ პატივს არ სცემენ. მე ასეთი ფორმით მინდა დავანახო, რომ ისინი მარტო არ არიან“ - ამბობს ვანესა.
ვანესა რეიზერი ორჯერ იყო დაქორწინებული და თავად აქვს გამოცდილი, რას ნიშნავს ნარცისული ძალადობა. „თეთრი კაბით მე უფრო მეტი ადამინის ყურადღების მიქცევას შევძლებ. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, ავამაღლო ცნობიერება ამ თემის ირგვლივ“ - ამბობს ის. ვანესა ახლა სწორედ ნარცისური ძალადობის მიმართულებით მუშაობს და 300-მდე პაციენტი ჰყავს.