ხატია სიჭინავა "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებზე ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს. ცოტა ხნის წინ ხატიამ "სთორის" მეშვეობით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ქუჩაში მის წინ პირბადით მიმავალ გოგონას გული წაუვიდა უჰაერობისგან. მისივე თქმით, ერთი წელია პირბადე არ გამოუყენებია და არ ესმის, ხალხი რატომ იზღუდავს და "იხრჩობს" თავს.
"ქუჩაში გოგონა დაეცა უგონოდ, პირბადის გამო... რატომ იხრჩობთ თავს, ერთი წელია პირბადე არ მკეთებია და ჯერჯერობით ცოცხალი ვარ... ჩართეთ ლოგიკა" - ამბობს ხატია სიჭინავა.