საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის პაპის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში საზოგადოების ერთმა ნაწილმა პრეზიდენტის ჩაცმულობა გააკრიტიკა და ნაწილმა გააქილიკა კიდეც. აღნიშნულს მამა პეტრე კოლხი გამოეხმაურა და დაწერა, რომ
„ყველაფერზე ქილიკი, ღლაბუცი და სიცილი არის ყველაზე დიდი პროვინციალიზმი, სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”… არ გეკადრებათ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს ყველა ბრუნვაში რომ განიხილავთ, თან ძალიან უსამართლოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩაცმა და სტილი არ ეშლება. არის რაღაც, რაც არ უნდა დაარღიო და საკუთარ თავს არ გადაუარო!”, – წერს პეტრე კოლხი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>