ათენში, კერძოდ, კატო პეტრალონაში, 50 წლის დამლაგებელი ქალი სახლში გამოკეტეს, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე georgians.gr ავრცელებს.
წარმოუდგენელი შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც 50 წლის ქალბატონი, სამსახურში ჩვეულ რეჟიმში მივიდა. ის აღნიშნულ კორპუსს ალაგებდა ხოლმე და იმ მომენტში ლიფტს წმენდდა. სწორედ იმ დროს, როცა ლიფტიდან გამოვიდა, გვერდითა ბინაში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც როგორც ირკვევა, ბულგარელია, ის სახლში შეიყვანა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სცემა და გააუპატიურა. ირკვევა, რომ ის 7-ჯერ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი.
ქალი რამდენიმე საათის მანძილზე იყო სახლში გამოკეტილი, შემდეგ კი შეძლო იქიდან თავის დაღწევა და დახმარების თხოვნა. თვითმხილველი მამაკაცი, რომელმაც ის პირველმა ნახა, ამბობს:
“ქალი ნაცემი, დალურჯებული, შეშინებული და ნატანჯი იყო. სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას. მეუბნებოდა, რომ გააუპატიურეს და საშინლად სცემეს.”
მათ მალევე გამოიძახეს პოლიცია და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დამნაშავის ძებნა, რადგან ის ადგილიდან გაიქცა. არსებობს ინფორმაცია, რომ მას ჰყავდა თანამზრახველიც.
აღსანიშნავია, რომ ბულგარელი მოძალადის დედაც ასევე დამლაგებლად მუშაობს, მაგრამ იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>