დიახ, მას თანამედროვეობის ყველაზე უბედურ პრინცესას უწოდებენ, მისი მართლაც უიღბლო პირადი ცხოვრების გამო. თუმცა ამჯერად კიდევ უფრო უარესად არის საქმე.
მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა საკმაოდ ძვირად დაუჯდა - პრინცესა ჰოსპიტალიზებულია, ქმრისა და შვილებისგან იზოლირებულია და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.
ზიმბაბვეში დაბადებული შარლენი ბავშვობის ადგილებში საქველმოქმედო მიზნით ჩავიდა - ბრაკონიერების მიერ დაობლებული მარტორქების მოსანახულებლად, ლიმპოპოში. როგორც ცნობილია, პრინცესა ველური ბუნების შენარჩუნებისთვის იბრძვის და შესაბამის ორგანიზაციებს მხარს უჭერს.
<div></div>
სამწუხაროდ, ამჯერად კეთილი მიზნები ბოროტად შემოუბრუნდა. ჯერ კიდევ მაისში იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში ვიზიტით და როგორც ჩანს, მალევე გართულდა მდგომარეობა, თუმცა გასაიდუმლოებული იყო.რამდენიმე კვირის წინ მონაკოს პრინცი ალბერ მეორე შვილებთან ერთად ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში ცოლის სანახავად. პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პრინცესა ოჯახთან ერთად ვერ დაბრუნდა მონაკოში, ყურის რთული ინფექციის გამო, რომელიც აფრიკაში ვიზიტის დროს შეხვდა.მხოლოდ ახლა დადასტურდა ოფიციალურად, რომ პრინცესას მდგომარეობა რთულია. "შარლენი ვერ ტოვებს სამხრეთ აფრიკას ინფექციის გამო - მან არაერთი ოპერაცია გადაიტანა რამდენიმე კვირის განმავლობაში", - იუწყება მონაკოს სათავადო.ინფექციამ დააზიანა ყურის და ცხვირხახის მიდამოები. ექიმები ამბობენ, რომ მისი სხვაგან გადაყვანა და ტრანსპორტირება დამღუპველი იქნება, ამიტომაც ტოვებენ აფრიკაში.იხილეთ სრულად