სკანდალური ეთერის შემდეგ, სადაც ნინო ნადირაძემ გიორგი ღოღობერიძე გააკრიტიკა, მათი შეხვედრა ისევ შედგა.
"გული დამწყდა, რომ საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ჩვენ შორის შეიძლებოდა რაიმე ტიპის დაპირისპირება ყოფილიყო", - აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
გიორგი ღოღობერიძე მიმდინარე წლის 16 ივნისს გადაცემა "პრაიმშოუში" იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ ის გააკრიტიკა და თქვა, რომ მას არ აქვს უფლება, ადამიანებს რჩევები მისცეს, რადგან ის ჯერ მხოლოდ რეზიდენტია. საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნინო ნადირაძის ამ განცხადებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო