თბილისის ქუჩებში დღეს დილიდან ქაოსია და სიტუაცია დაძაბულია. გვიან ღამიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილნი არიან "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები. ამ დროისთვის დედაქალაქში დაპირისპირების რამდენიმე კერაა.
"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან, მათ შორის, ქაშუეთის ტაძართან, პარლამენტთან, ფილარმონიასთან, "სირცხვილიას“ ოფისთან“, "თბილისი პრაიდის“ ოფისთან, მრგვალ ბაღთან და კიდევ არაერთ ლოკაციაზე.
"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან როგორც პრაიდის მომხრეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. არის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები.
ყველა ლოკაციაზე პოლიციაა განთავსებული, თუმცა მცირე რაოდენობით, რის გამოც სამართალდამცველებს დაპირისპირების პრევენცია და მისი აღმოფხვრა უჭირთ.
არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.
ეკატერინა ფანგანი:
რუსკა მაყაშვილი: "გული მერევა"
რუსკა ქარქაშაძე: "რა სირცხვილია!"
ევა ბარბაქაძე: "პირველყოფილი ადამიანებივით რატომ იქცევიან? ცხოველები"
პაატა ჭონიაშვილი: "50 კაცი ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ. საღორე"
თიკა ჯამბურია:
რუსა ჩაჩუა: "არა ძალადობას"
ნატალია ყიფშიძე: "გადააშენეთ ეს ამორალური ხალხი"