ხათუნა ჟორდანია რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.
“ვფიქრობ, რომ სპეციალურად იყვნენ შეგზავნილი ადამიანები, რომლებმაც იძალადა პატარა გოგო-ბიჭებზე, რათა მიეღოთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.
უმკაცრესად და სამაგალითოდ დაისაჯოს, ყველა ის ადამიანი, ვინც ასე უმოწყალოდ სცემა ჟურნალისტები”, - წერს ხათუნა ჟორდანია.
შსს-ს ცნობით, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, რომელთაგანაც 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეთა შორის 8 პირი დააკავა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>