მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:
"ეკლესია ახალისებს ძალადობას და პოლიცია ამ მარაზმზე თვალს ხუჭავს. ორკები ავიწროვებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, ეზოებში დასდევენ ბავშვებს, გრძელი თმის გამო და ტურისტებს დანას ურტყამენ გულის არეში საყურის გამო - მშვიდობიან საპროტესტო აქციების დროს ხომ კარგად ჰყავდათ მობილიზებული სპეცრაზმი, ახლა ვერ ხედავენ საფრთხეს?".
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>