თამო ვაშალომიძეს სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის „ინსტაგრამზე“ ყოველდღიურად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. ფოტომოდელი თამამი ფოტოებისა თუ სკანდალური პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. მას ორი შვილი ჰყავს, თუმცა პირველი გოგონას, სოფიას მამის ვინაობას ის დღემდე არ ამხელს.
თამო ვაშალომიძეს საკუთარ წარსულზე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ბევრჯერ უსაუბრია და, როგორც თავად იხსენებს, მას რთული ბავშვობა ჰქონდა. მის აღზრდაში კი მნიშვნელოვანი როლი ბებიამ შეასრულა, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა.
სწორედ ამის შესახებ საუბრობს თამო ვიდეოში: „ხვალიდნელი დღე არის ჩემთვის ძალიან რთული. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ბებო აღარ მყავს. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, ჩემთვის ბებო როგორი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. მან გამზარდა და ვერც ვიაზრებ, რომ არ მყავს. როდესაც კახეთის გზაზე მივდივარ ხოლმე, სულ მგონია, რომ მასთან მივდივარ. როდესაც გარდაიცვალა, მე ორსულად ვიყავი და იმ დღეს მივდიოდი ბებოსთან საავადმყოფოში. როცა გავდიოდი, ზუსტად მაშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაიცვალა. ვნანობ იმას, რომ ბოლო წუთებში მის გვერდით არ ვიყავი“ - ამბობს მოდელი.