რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. მათი კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დასრულდა სკანდალური განქორწინებით. ამის შემდეგ ირაკლი კუტალაძის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც დედასთან ცხოვრობს, თუმცა, როგორც ნინი აღნიშნავს, ირაკლი კარგი მამაა და ბავშვი თავისთან, მოსკოვში, ხშირად მიჰყავს. ირაკლი კუტალაძემ განწორწინების შემდეგ ირინა შინკარევასთან ახალი ოჯახი შექმნა და მათ საერთო ქალიშვილიც ჰყავთ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი მესამე შვილს ელოდება, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად ოჯახს ჯერ არ განუცხადებია.
ირაკლი კუტალაძემ საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ვაქცინაციის შესახებ: „მეგობრებო, დღეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთე. ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. ამ საშინელი ვირუსის გამო მქონდა ტემპერატურა, სისუსტე... მე გამიმართლა, თუმცა მოსკოვსა და მთელ მსოფლიოში ვირუსმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. დღეს დაინფიცირებულთა არასახარბიელო სტატისტიკის გათვალისწინებით, ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობით გარისკვა არ შემიძლია. მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, ვინარჩუნებ შრომისუნარიანობას და ცხოვრების აქტიურ სტილს. არ დაგავიწყდეთ, რომ კორონავირუსის შეჩერება, უმეტესად, ჩვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - წერს ირაკლი კუტალაძე.