რამდენიმე დღის წინ თურქეთში არასრულწლოვან შვილებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მშობლები გაათავისუფლეს, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მსახიობები, ჟურნალისტები, ცნობილი ბლოგერები ღიად აკრიტიკებენ თურქულ სამართალდამცავ სისტემას.
აღნიშნულმა ფაქტმა ბევრ ცნობილ ადამიანს უბიძგა, რომ საჯაროდ ესაუბრა თავს გადახდენილ ძალადობის ფაქტებზე და კამპანია #MeToo-მ ამჯერად თურქეთში ახალი ძალით იფეთქა. მედიაში კი ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ცნობილი თურქი მსახიობის, მელისა დონგელის ისტორიას, რომელმაც თქვა, რომ ბავშვობაში მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
მართალია, დონგელის მამა ახლა დაკავებულია და სასჯელს იხდის, თუმცა ყოველივემ ახალგაზრდა მსახიობს ფსიქოლოგიური ტრავმები დაუტოვა, რომელთა დამარცხებასაც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. მელისა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოლოგიურ დახმარებას და საბოლოოდ, შეძლო სირთულე გადაელახა.
"სინამდვილეში მე არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე. მინდოდა ფსიქოლოგი ვყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრებამ აქამდე მომიყვანა. არის რაღაც საერთო ფსიქოლოგიასა და მსახიობობას შორის. მსახიობი ბევრ სხვადასხვა ადამიანს ასახიერებს, სხვადასხვა სიტუაციაში ცხოვრობს, ცხოვრების ერთგვარი მეგზურიც კი ხდება ეს პროფესია“, - ამბობს მელისა.
მსახიობს კვლავ აქვს მამასთან სამართლებრივი დავა. ახლა ცდილობს, კაცს ჩამოართვას 17 წლის ელიფ დონგელზე მეურვეობის უფლება. ელიფი მელისას დაა. მსახიობს სურს, რომ თავად გახდეს დის მეურვე. აღსანიშნავია, რომ გოგონების დედა ქმარს გაშორდა და რუსეთში ცხოვრობს. მელისას უმცროსი დაც დედასთან რუსეთში იზრდებოდა, ხოლო ქალმა შვილი მოგვიანებით მელისასთან გაგზანვა და თქვა, რომ მას არ შეეძლო გოგონაზე ზრუნვა.
ახალგაზრდა მსახიობი იხსენებს, რომ როდესაც დედას უამბო, თუ როგორ ძალადობდა მამა მასზე, დედამ არ დაუჯერა.
"როდესაც დედას ვუამბე, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მან არ დამიჯერა და მითხრა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა, რადგანაც მამას დააკავებდნენ და როდესაც ციხიდან გამოვიდოდა, მოკლავდა. დედა და მამა ცოლ-ქმრის როლს თამაშობდნენ ჩემ თვალწინ, მაშინაც კი, როცა დედამ უკვე ყველაფერი იცოდა".
განაგრძეთ კითხვა