სიახლე

ბრიჯიტ ჯონსი ჭარბი წონის, სიყვარულისა და მოტივაციის შესახებ

ბრიჯიტ ჯონსი ჭარბი წონის, სიყვარულისა და მოტივაციის შესახებ
ზუსტად 20 წლის წინ „ბრიჯიტ ჯონსის დღიურებმა“ კონოთეატრები და ტელეეკრანები დაიპყრო. მან შეძლო და სიყვარულისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დაარწმუნა ამ გრძნობის მაგიურობაში. ფილმში არაერთი შთამაგონებელი ფრაზაა გამოყენებული, რომელიც ნებისმიერ ქალს დაეხმარება რთული პერიოდის დაძლევაში.
„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ გაზვიადების გარეშე გახდა საკულტო ფილმი და ბედნიერების სახელმძღვანელო, რომელიც ატუალობას დღემდე არ კარგავს. მთავარი გმირი შეიძლება ყოველთვის სწორად არ იქცევა, მაგრამ მისი ფრაზები ბევრ ადამიანს შთააგონებს. ესეც რომ
არა, რა ჯობს იმის ცოდნას, რომ თქვენ მარტო არ ხართ?! ქვემოთ მოყვანილი ციტატები დაგარწმუნებთ, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს:
ჭარბი წონისა და დიეტის შესახებ
„დიეტები არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ისინი ერთმანეთთან გავაერთიანოთ, შევურიოთ. უნდა ავირჩიოთ ერთი და მივდიოთ მას. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ მას შემდეგ, რაც ამ შოკოლადის კრუასანს შევჭამ“.
„ზოგჯერ საჭიროა, მივაღწიოთ სიმსუქნის უკიდურეს, ტოქსიკურ ნიშნულს, რათა შევძლოთ გამოღვიძება, ფერფლიდან აღდგენა და ახალი ცხოვრების დაწყება, როგორც ფენიქსმა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება მიშელ პფაიფერივით მოხდენილი სხეული“.

თავდაჯერებულობის შესახებ
„როგორ შეიძლება არ მიგატოვონ, როცა შენი თავდაჯერებულობა ვადაგასულ სენდვიჩს ჰგავს?“
„ალბათ, გიყვარს, ყოველი შეხვედრისას თავს რომ სულელად მაგრძნობინებ, თუმცა ტყუილად ირჯები - მე შენთანაც და შენ გარეშეც, ისედაც იდიოტი ვარ.“
ურთიერთობების შესახებ
„მე ზუსტად ვიცი, რომ ადამიანის გულის მოგება არა კარგი ვიზუალით, საჭმლით ან სექსით შეიძლება, არამედ უბრალოდ უნდა აჩვენოთ მას, რომ არ გჭირდებათ.“
„საინტერესოა, რომ ადამიანი ზოგჯერ იმიტომ გიყვარს, რომ შენ გგავს, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ შენგან სრულიად განსხვავებულია“.

მეგობრების შესახებ
მეგობრები ბრიჯიტ ჯონსისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი განძია. სწორედ მეგობრები ღელავენ მისი პირადი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ ყველაზე უფრო.
„მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეძებთ ერთგულ მეგობრებს, თუმცა, როდესაც მათ ვიპოვით, მაშინვე გვიბიძგებენ, რომ მოვიშოროთ“.
ცხოვრების შესახებ
„მე არ შემიძლია უკან დაბრუნება და შეცდომების გამეორება, რადგან წინ უნდა ვიარო და ახალი შეცდომები დავუშვა“.
„სიმართლე ისაა, რომ როცა ცხოვრებაში რაღაც იდეალურადაა, მაშინვე ყველაფერი ირევა.“

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93