თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით იმაზე ისაუბრა, თუ რატომ არ ჩანდა ის დიდი ხნის განმავლობაში არც ტელეეკრანზე და არც სოციალურ ქსელში. მან აღნიშნა, რომ Covid-19-ით მეორედ დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები არ ჰქონია და ვირუსიც მარტივად გადაიტანა: „მოვიდა დრო, რომ გითხრათ, რატომ არ ვჩანდი ამდენ ხანს. მეორედ მქონდა კორონა და დავასრულე ის პერიოდი, რომელიც ეკუთვნის მასთან ბრძოლას. ალბათ, დაგაინტერესებთ დეტალები, მომწერეთ და მე გიპასუხებთ. მინდა, გითხრათ, რომ უსიმპტომო ვიყავი და ანტისხეულებიც მქონდა. ასე რომ, უნდა ავიცრათ ყველა, ეს არის, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი. ჩემი პირველი ინფიცირებიდან 9 თვე გავიდა, აცრა არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ ისედაც მქონდა ანტისხეულები და ამის დამსახურება იყო ასეთი მსუბუქი მიმდინარეობა. ვაქცინის მთელი ლოგიკაც ამაშია, კოვიდი შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და მარტივ ფორმაში“ - ამბობს თიკა ფაცაცია.