ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მან სულ ცოტა ხნის წინ მარიტა მელიქიშვილზე იქორწინა და მას შემდეგ ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსაც. გიორგის „ინსტაგრამზე“ 74 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათ საკუთარ ყოველდღიურობასა თუ სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად გიორგი გასვიანი გარემოს დაბინძურების საკითხს შეეხო და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან მის მიერ გადაღებული ფოტოც დაურთო: „ამ ურნას ჰქვია პოსტსაბჭოთა! სხვათაშორის ერთ-ერთ კლინიკასთან დგას.. ან ვინ ცლის-ხოლმე, ან რა ინტერვალით, ან რამდენს ეწევიან ნერვიულად პაციენტების ოჯახის წევრები, რომლებსაც არც ფული აქვთ და არც დაზღვევა ყოფნით.. ნახეთ ეს ბოთლები როგორ საწყლად არიან ჩაკუჭულნი! რატომ ტენიან?... ალბათ ეგეც ძალადობის გამომხატველია ქვეცნობიერად! ხომ არ მოგვწონს "გარყვნილი" ევროპა, იქ სხვადასხვა ურნებში სხვადასხვა ტიპის ნაგავს ყრიან.. რომელიც შემდეგ მუშავდება.. ბოთლებს აპარატებში აბარებენ, ფულსაც იხდის ის აპარატი.. მერე მუშავდება.. ჩვენ კი ამ პოსტსაბჭოთა მენტალობიდან რომ არ გავიდეთ, რუსთაველზე უნდა ქრისტეს სახელით ჩავქოლოთ ერთმანეთი! იმ ქრისტეს, რომელიც ბოროტებას სიკეთით პასუხობს!და მაინც.. საწყალი ურნა! და საცოდავი ბოთლები” - წერს გიორგი გასვიანი.