სიახლე

“ცუდ ამბავს ცუდი ამბავი მოჰყვება, მინდა, რომ სრულ უიმედობაში არ ჩავვარდეთ და ყველა გადავრჩეთ” – გვანცა დარასელია

“ცუდ ამბავს ცუდი ამბავი მოჰყვება, მინდა, რომ სრულ უიმედობაში არ ჩავვარდეთ და ყველა გადავრჩეთ” – გვანცა დარასელია
ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. განსაკუთრებით დიდ სიყვარულს იმსახურებს მისი უმცროსი შვილის, ლილეს ვიდეოები.



როგორ გვანცა წერს, მისი შვილები, ერეკლე და ლილე, სოფელში არიან, თავად კი ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობს. შვილების არყოფნის დროს გვანცა გულშემატკივრებთან კომუნიკაციისთვის იყენებს და, გამომწერების თხოვნით, მის მიერ მომზადებული კერძის რეცეპტს უზიარებს.


ტელეწამყვანი ხშირად საუბრობს კორონავირუსისა და პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შესახებაც. როგორც გვანცა „ინსტაგრამზე“ წერს, ის ამ ყველაფრით გადაიღალა: „ვიცი, სთორებში ვერ ვარ
აქტიური, ეტყობა, გადავიღალე, ცოტა დავისტრესე კიდეც. ცუდ ამბავს ცუდი ამბავი მოჰყვება და არაფრის განწყობა აღარაა ზოგჯერ. მთელი წელი რომ გულისფანცქალით ელოდება ერეკლე, დღეს ის ბანაკი საბოლოოდ გაუქმდა. პანდემია ისევ მძვინვარებს. მინდა, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, ხალხი ყოველდღიურად არ ღატაკდებოდეს, მინდა, რომ სრულ უიმედობაში არ ჩავვარდეთ, მინდა, რომ ყველა გადავრჩეთ! მინდა, რომ ქუჩაში ერთმანეთს არ სცემდნენ! მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იარონ ბანაკში, სკოლაში, ბაღში, მინდა, რომ შემერგოს მთელი წლის ნანატრი შვებულება, მინდა, რომ ყოველწუთიერად აღარ გვეფიქრებოდეს უხილავ მტერზე! მინდა, რომ სულ ვიღიმოდეთ! მემგონი, მინდა კი არა, აუცილებელია, რომ ვალერიანის წვეთები დავლიო, დავიძინო და ხვალ კარგ ხასიათზე გავიღვიძო!“ - წერს გვანცა დარასელია.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93