22 წლის ქეთო თოფურიძე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია და სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და მისი პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ქეთო თოფურიძემ დის, ნინი ბადურაშვილისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესია აირჩია და სწავლა მენეჯმენტის მიმართულებით გააგრძელა. როგორც ცნობილია, ის 21 წლის ასაკში უკვე ერთ-ერთ კომპანიაში კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა: „ძალიან ხშირად მესმის ტექსტები: 21 წლის გოგო ამხელა თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდა? ალბათ, ოჯახიდან გამომდინარე, მამამ გაუკეთა, ბიძამ გაუკეთა და ასე შემდეგ. რეალურად, თავიდან ბოლომდე ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ დების მსგავსად, ქეთო თოფურიძეც განსაკუთრებული გარეგნობითა და სტილით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებსა და გულშემატკივრების მხრიდან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
ამჯერად ქეთომ „ინსტაგრამსთორიში“ გამომწერების წერილები გააზიარა: „იშვიათად ფოტო და რეალობა ემთხვეოდეს, შენ კი პირიქით, რეალობაში უფრო კარგი ხარ“ - სწერენ მას. შეფასებას თავად ქეთოც გამოეხმაურა და დაწერა, რომ თვითონ ასე ფიქრობს: „ხშირად მეუბნებიან ამას და მიხარია, რომ რეალობაში უფრო კარგი ვარ, ვიდრე ფოტოებში. მეც ასე მგონია“.