მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის გელა გნოლიძესა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად მღერის და, ამის პარალელურად, არაერთი მიმართულებით მუშაობს. თათა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. გარდა ფოტოებისა, ის საკუთარი შეხედულებების შესახებაც საუბრობს და ამჯერად ვრცელ პოსტს ერთმანეთის პატივისცემის მოწოდებით აქვეყნებს:
“ჩვენ ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ უნდა მოვახერხოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსი და განუკითხაობა დაისადგურებს. ერთმანეთის პატივისცემა, ჩემი აზრით, უბრალოდ ნამუსის და ეტიკეტის ამბავი კი არაა, არამედ ყველა ადამიანის მორალური ვალდებულებაა. იყავით მეტად მიმტევებელი და სხვის აგრესიას შეხედეთ იუმორით. ძირითად შემთხევაში, აგრესორი დაბალგანვითარებულია და იგი ლიმბური სისტემით (გასაგებ ენაზე - ემოციებით) და არა ნეოკორტექსით (ანუ ტვინის ქერქით, რომელიც მართავს ინტელექტს) აზროვნებს და მოქმედებს. მართე ემოცია შენ და არა პირიქით” - წერს თათა გიორგობიანი.
თათა საკუთარი გარეგნობისა და იმიჯის გამო არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამის გამო მას ცოტა ხნის წინ განმარტებების გაკეთებაც მოუწია და თქვა, რომ თუ ვინმე მასში მხოლოდ სექსუალურობას ხედავს, ეს მისი პრობლემაა: „ამ ეტაპზე ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ვარ, სამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობ და მათ შორის, ფინანსური მარკეტინგის განხრით. ჩემს გვერდს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. ვინ რას დაინახავს, მათი საქმეა და მათი აღქმის დიაპაზონით განისაზღვრება“ - აღნიშნა მან.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>