სიახლე

"სანამ ვინმეს რაიმე კომენტარს დაუწერთ, დაფიქრდით, იტყოდით თუ არა იმავეს იმ ადამიანის წინაშე?!" - თინა კანდელაკის რჩევები სწორი კომუნიკაციისთვის

"სანამ ვინმეს რაიმე კომენტარს დაუწერთ, დაფიქრდით, იტყოდით თუ არა იმავეს იმ ადამიანის წინაშე?!" - თინა კანდელაკის რჩევები სწორი კომუნიკაციისთვის
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაღვიძებისას პირველად რასაც აკეთებთ, ეს სოციალური ქსელების შემოწმებაა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან თანამედროვე სამყარო სწორედ ამ ტენდეციას ამკვიდრებს. პანდემიის პირობებში ფიზიკური შეხვედრები გამონაკლისად იქცა, ვირტუალური კომუნიაცია კი წესად დამკვიდრდა. ამის ფონზე, ალბათ, არაერთხელ გაღიზიანებულხართ, როცა სათქმელი ძალიან გრძლად, ან ძალიან ვრცელი ხმოვანი შეტყობინებით გამოუგზავნიათ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები პასუხის გაცემას საერთოდ არიდებენ თავს. სწორი კომუნიკაციის წარმართვისთვის და იმისთვის, რომ ჩვენს შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვეს პასუხი, თინა კანდელაკის 6 რჩევას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი
ითვალისწინებს. აი, ისინიც:

პრიორიტებები
ჩვენ ყოველდღიურად უწყვეტი ინფორმაციის ნაკადი მოგვეწოდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ, რა გვჭირდება და რა - არა. პირველ რიგში, მოიფიქრეთ, რისი თქმა გსურთ, შემდეგ კი გადაწყვიტეთ, როგორ იტყვით მას.

ვინ არის ავტორი?
ნებისმიერი ინფორმაცია უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გაცნობით. სოციალური ქსელის მომხმარებლებს მეგობრებისა და გამომწერების ნახევარზე მეტი შეიძლება, რომ არ ახსოვდეთ. თუკი ადამიანი, რომელთანაც გზავნით წერილს, თქვენი ახლო მეგობარი, შვილის ნათლია ან ბიძაშვილი არ არის, აუცილებლად შეახსენეთ მას, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, სად მუშაობთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეთ თაქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ეს ეტიკეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბუმერანგის პრინციპი
ჩვენს დროში წერილის გაგზავნას მისი ხელით დაწერა, ფოსტაში მიტანა და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ლოდინი არ სჭირდება, ყველაფერი ხელის ერთი მოსმით შეიძლება განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, მიღებულ წერილებს თავადაც იმ დღესვე უპასუხეთ, როცა მას გამოგიგზავნიან და გახსოვდეთ, რომ სამყაროში ყველაფერი ბუმერანგის პრინციპით ხდება.

ხმოვანი შეტყობინებები
ხმოვანი შეტყობინებები კომუნიკაციას ძალიან აზარალებს. მის გამოჩენამდე, ჩვენ გვიწევდა ტექსტზე ფიქრი, მისი დაწერა, შემდეგ გადამოწმება და ჩასწორება, ახლა კი შესაძლებელია, თან ყავას მივირთმევდეთ, თან „ინსტაგრამს ვსქროლავდეთ“ და თან საქმიან ხმოვან შეტყობინებას ვაგზავნიეთ. ცხადია, ასეთ დროს, ადრესატს ინფორმაციის აღქმა უჭირს და კომუნიკაციაც არასწორად მიმდინარეობს. ამას ერთვის ისიც, რომ გამგზავნს, შესაძლოა, არც ისე სასიამოვნო, ხვერდოვანი ხმა, დიქცია და საუბრის მანერა ჰქონდეს, ამიტომ, ნუ აირჩევთ ამ გზას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად.

გულახდილობა
სანამ ვინმეს რაიმე კომენტარს დაუწერთ, დაფიქრდით, იტყოდით თუ არა იმავეს იმ ადამიანის წინაშე?! გადაწყვეტილება თქვენზეა, გააგრძელებთ კომენტარის წერას, თუ წაშლით მას. გახსოვდეთ, რომ შეგნებული ადამიანები არ იზიარებენ პოზიციას, „მე შენი არ მესმის და ამიტომ არასწორი ხარ“, შეგნებული ადამიანები თვლიან, რომ „არ გეთანხმები, მაგრამ ეს შენი აზრია“.

რეაგირება
დღის განმავლობაში, ალბათ, სულ რამდენიმე წუთია, რომელსაც სმარტფონების გარეშე ვატარებთ. უთხრა ადამიანს, რომ მისი შეტყობინება გამოგრჩა, ან არ გინახავს, უბრალოდ ცუდად შეფუთული ტყუილია. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა ამ საკითხშიც ვიგრძნოთ და თუკი ვინმესთან კომუნკაციას დავიწყებთ, არ მივატოვოთ ის შუა გზაზე, რამდენადაც მიუღებელი და უსიამოვნო უნდა იყოს ის ჩვენთვის.

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93