სიახლე

7 ყველაზე ცნობილი „ტიკტოკერი", რომლებმაც ვიდეოების გადაღებით მილიონები დააგროვეს

7 ყველაზე ცნობილი „ტიკტოკერი", რომლებმაც ვიდეოების გადაღებით მილიონები დააგროვეს
ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება „ტიკტოკის“ პოპულარობაში, ძალიან ცდება, რადგან ამ პლატფორმაზე მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100 ლილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. რამდენიმე მათგანმა კი „ტიკტოკის“ საშულებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშიც მოახრეხა საკუთარი სახელის ჩაწერა. და, აი, ისინიც:
ჯოშ რიჩარდსი
ჯოშ რიჩარდს 25 000 000 გამომწერი ჰყავს და სულ რაღაც 19 წლისაა. „ტიკტოკზე“ რეგისტრაციის შემდეგ მან 1,500,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. ის ამ პლატფორმაზე ცეკვისა და სიმღერის მოკლე ვიდეოებს 2019 წლიდან აქვეყნებს, დღეს კი უკვე თანამშრომლობს ისეთ
ცნობილ ბრენდთან, როგორებიცაა, მაგალითად, Reebok.

რიაზ ალი
რიაზ ალის 17 წლის ასაკში „ტიკტოკზე“ 44 000 000 გამომწერი ჰყავს. ინდოელი ბლოგერი ხშირად აქვეყნებს მუსიკალური შინაარსის ვიდეოებს. მან ეს საქმიანობა „ინსტაგრამზე“ დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, თუ სად უნდა გაეგრძელებინა კარიერა უფრო მეტი წარმატებისთვის და დღეს მისი შემოსავალი „ტიკტოკიდან“ 2 000 000 აშშ დოლარია.

ჯეიკობ სარტორიუსი
18 წლის ჯეიკობმა ვიდეოების გადაღება სასაცილო ოინებით დაიწყო, თუმცა ახლა „ტიკტოკზე“ მუსიკალურ „კონტენტს“ ქმნის და სოლო კარიერას აგრძელებს. მისი შემოსავალი კი 3 000 000 აშშ დოლარს უტოლდება.

ლორენ გრეი
ლორენ გრეის ამჟამად 52 000 0000 გამომწერი ჰყავს და მისი შემოსავალი „ტიკტოკიდან“ 5 000 000 აშშ დოლარს უდრის. ბოლო დროს მისი პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ 19 წლის ლორენმა Burger King- თან, Hyundai- თან, Sketchers- სა და Revlon- თან თანამშრომლობაც მოახერხა.

ედისონ რეი
20 წლის ედისონ რეი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „ტიკტოკერია“ ახალგაზრდებში. მას 80 000 000 გამომწერი ჰყავს და ყოველდღიურად აქვეყნებს როგორც იუმორისტულ, ისე ცეკვის ვიდეოებსაც. ის ამჟამად თანამშრომლობს American Eagle- სა და Reebok- თან და გამოუშვა Item Beauty, ვეგანური კოსმეტიკური ხაზი. მისი შემოსავალი 5 000 000 აშშ დოლარია.

ბეიბი არიელი
20 წლის არიელმა „ტიკტოკიდან“ 6 000 000 აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. მისი ვიდეოები, უმეტესად, ცეკვასა და სამსახიობი „ჩელენჯებს“ მოიცავს. Forbes- მა იგი დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინფლუენსერად, რაც ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებით იყო გამოწვეული. არიელს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალებში და სატელევიზიო შოუებში Disney Channel- სა და Nickelodeon- ზე.

ჩარლი დამელიო
17 წლის ჩარლი დამელიო, ედისონ რეის მსგავსად, დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას 113 000 000 გამომწერი ჰყავს, ხოლო მისი შემოსავალი 8 000 000 აშშ დოლარს უდრის. მან „ტიკტოკის“ პირადი გვერდი 2019 წელს შექმნა, როცა სულ რაღაც 15 წლის იყო. ჩარლის აუდიტორია კიცეკვის ვიდეოებით კი საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. დღეს ის ძალიან ცნობილი ახალგარზდა ვარსკვლავია, რომელსაც ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებასა და შოუებში.

ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებატიკტოკისპოპულარობაში, ძალიან ცდება, რადგან ამ პლატფორმაზე მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100 ლილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. რამდენიმე მათგანმა კიტიკტოკისსაშულებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშიც მოახრეხა საკუთარი სახელის ჩაწერა. და, აი, ისინიც:

ჯოშ რიჩარდსი

ჯოშ რიჩარდს 25 000 000 გამომწერი ჰყავს და სულ რაღაც 19 წლისაა. „ტიკტოკზერეგისტრაციის შემდეგ მან 1,500,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. ის ამ პლატფორმაზე ცეკვისა და სიმღერის მოკლე ვიდეოებს 2019 წლიდან აქვეყნებს, დღეს კი უკვე თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდთან, როგორებიცაა, მაგალითად, Reebok,

რიაზ ალი

რიაზ ალის 17 წლის ასაკშიტიკტოკზე“ 44 000 000 გამომწერი ჰყავს. ინდოელი ბლოგერი ხშირად აქვეყნებს მუსიკალური შინაარსის ვიდეოებს. მან ეს საქმიანობაინსტაგრამზედაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, თუ სად უნდა გაეგრძელებინა კარიერა უფრო მეტი წარმატებისთვის და დღეს მისი შემოსავალიტიკტოკიდან“ 2 000 000 აშშ დოლარია.

ჯეიკობ სარტორიუსი

18 წლის ჯეიკობმა ვიდეოების გადაღება სასაცილო ოინებით დაიწყო, თუმცა ახლატიკტოკზემუსიკალურკონტენტსქმნის და სოლო კარიერას აგრძელებს. მისი შემოსავალი კი 3 000 000 აშშ დოლარს უტოლდება.

ლორენ გრეი

ლორენ გრეის ამჟამად 52 000 0000 გამომწერი ჰყავს და მისი შემოსავალიტიკტოკიდან“ 5 000 000 აშშ დოლარს უდრის. ბოლო დროს მისი პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ 19 წლის ლორენმა Burger King- თან, Hyundai- თან, Sketchers- სა და Revlon- თან თანამშრომლობაც მოახერხა.

ედისონ რეი

20 წლის ედისონ რეი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიტიკტოკერიაახალგაზრდებში. მას 80 000 000 გამომწერი ჰყავს და ყოველდღიურად აქვეყნებს როგორც იუმორისტულ, ისე ცეკვის ვიდეოებსაც. ის ამჟამად თანამშრომლობს American Eagle- სა და Reebok- თან და გამოუშვა Item Beauty, ვეგანური კოსმეტიკური ხაზი. მისი შემოსავალი 5 000 000 აშშ დოლარია.

ბეიბი არიელი

20 წლის არიელმატიკტოკიდან“ 6 000 000 აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. მისი ვიდეოები, უმეტესად, ცეკვასა და სამსახიობიჩელენჯებსმოიცავს. Forbes- მა იგი დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინფლუენსერად, რაც ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებით იყო გამოწვეული. არიელს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალებში და სატელევიზიო შოუებში Disney Channel- სა და Nickelodeon- ზე.

ჩარლი დამელიო

17 წლის ჩარლი დამელიო, ედისონ რეის მსგავსად, დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას 113 000 000 გამომწერი ჰყავს, ხოლო მისი შემოსავალი 8 000 000 აშშ დოლარს უდრის. მანტიკტოკისპირადი გვერდი 2019 წელს შექმნა, როცა სულ რაღაც 15 წლის იყო. ჩარლის აუდიტორია კიცეკვის ვიდეოებით კი საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. დღეს ის ძალიან ცნობილი ახალგარზდა ვარსკვლავია, რომელსაც ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებასა და შოუებში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93