სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს. თავად კი განმარტა, რომ მხოლოდ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.
ამჯერად მარიამ შუკაკიძემ მეუღლესთან, მეზღვაურ დავით ბოლქვაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერების მხრიდან არაერთი დადებითი შეფასებას დაიმსახურა: „ულამაზესები ხართ“, „საუკეთესო წყვილი“, „ძალიან უხდებით“ - წერენ „ინსტაგრამზე“. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მოდელის გარეგნობა იქცევს: „თოჯინას ჰგავხარ“, „თმის ფერი ძალიან გიხდება“, „საოცრად ლამაზი ხარ“ - აღნიშნავენ გამომწერები.