პოპულარული მსახიობი ჰანდე ერჩელი თურქეთში შექმნილ რთულ მდგომარეობას ეხმიანება. როგორც ცნობილია, ქვეყანა გასული ოთხშაბათიდან მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.
„მივმართავ ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ხანძრის შეჩერება ჩვენით ვერ შევძელით და კერები კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენ არ გვყავს საკმარისი თვითმფრინავები, რომ ხანძარი შევაჩეროთ. უკვე დავკარგეთ 8 ადამიანი, უამრავი ცხოველი და განადგურდა ტყეები. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!!! სასწრაფოდ გვჭირდება თვითმფრინავები. ჩვენ ერთი დედამიწა გვაქვს!“ - წერს მსახიობი.
თურქეთში ცეცხლის 100-ზე მეტი კერა ფიქსირდება. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე საკურორტო ზონებს ტოვებენ ტურისტებიც. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს. თურქეთს ხანძრის ლოკალიზებაში არაერთი ქვეყანა ეხმარება, მათ შორის, საქართველოც.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>