ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. განსაკუთრებით დიდ სიყვარულს იმსახურებს მისი უმცროსი შვილის, ლილეს ვიდეოები. ტელეწამყვანი ხშირად საუბრობს კორონავირუსისა და პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შესახებაც.
სწორედ ვაქცინაციას ეხება მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული მიმართვაც, სადაც ტელეწამყვანი წერს: „ვინც ფიქრობთ, რომ ვაქცინით შეჰყავთ ჩიპი, უშვილობას იწვევს, რომ ვიღაცას უნდა ვაქცინით გაგვწყვიტოს და კოვიდი არ არსებობს!! ვინც დარეგისტრირდით და შეგნებულად არ მიხვედით!! სხვას გამოაცალეთ შანსი, უსაფრთხოდ ეგრძნო თავი!!! თქვენ საფრთხეს წარმოადგენთ საზოგადოებისთვის!!!! ძალიან ბევრი ადამიანი გვიკვდება!!! როგორც ვიცი, გარდაცვლილი პაციენტებიდან არც ერთი იყო აცრილი!!! დაფიქრდით და ნუ მავნებლობთ!!!“ - ამბობს გვანცა დარასელია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>