სიახლე

ვისთვის არ შეიძლება აცრა კატეგორიულად და რა უნდა იცოდეთ აცრამდე და აცრის შემდეგ

ვისთვის არ შეიძლება აცრა კატეგორიულად და რა უნდა იცოდეთ აცრამდე და აცრის შემდეგ
შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება - სოციალურ ქსელში ამ სახის კითხვებზე პასუხი ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საკუთარი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გასცა.

ბიძინა კულუმბეგოვმა 9 პუნქტად ჩამოაყალიბა ყველა ის საკითხი, რომლებითაც მას სოციალურ ქსელში მოქალაქეები მიმართავენ. გთავაზობთ ალერგოლოგ-იმუნოლოგის აცრის წინ შესასრულებელ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!

2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება, თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი -
ასტრაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწვავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!

3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია "ფაიზერი". ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!

4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.

5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ. მედიკამენტების შეჩერება აუცილებელი არაა აცრის წინ!

6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორებიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას. პირიქით, ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!

8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზედმეტი ემოციის გარეშე აიცერით.

9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ახლა ვაქცინაციაზე გადის!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 10 /
ლია
მაინც ვერ გავიგე რა დროს არ შეიძლება აცრა... აქ მხოლოდ ყველას მიუთითებთ აცრისკენ... მე ყველა ვაქცინას ვუცხადებ უნდობლპბას და საცდელი ვაქცინა, სავალდებულო გახადეთ ამ შეზღუდვების შემოღებით...????????????
02:52 / 16-08-2021
გამოხმაურება / 0 /
Aleko
რკინა დეფიციტური ანემიის დროს რა ხდება ხომ ვერ მეტყვიით
13:00 / 13-08-2021
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93