მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის გელა გნოლიძესა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად მღერის და, ამის პარალელურად, არაერთი მიმართულებით მუშაობს. თათა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათი მხრიდან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
ამჯერად მომღერალი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა პოპულარობა და ეს მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა:
„არასდროს მინდოდა პოპულარულობა ან ცნობადობა. ახლაც მიმაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობაა და დამატებითი სტრესია. ზედმეტი ყურადღებაც ზოგჯერ შემაწუხებელია, მაგრამ ამასაც, ისევე, როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ორი მხარე აქვს. ზოგადად, იყო ცნობადი, ასოცირდება კარგ შემოსავალთან, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არც ეს არ არის. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, პოპულარულობა ხალხის სიყვარულია, ახალი მეგობრების აღმოჩენაა, ბედნიერების გაზიარებაა და ინფორმაციის მიმოცვლაა - ესენი ყველაზე მნიშვნელოვანია და მე უზომოდ მაბედნიერებს, დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ ვიმუშაო საკუთარ თავზე, განვვითარდე, როგორც მომღერალიც და როგორც დამწყები ფსიქოლოგიც და უფრო მეტი და მრავალფეროვანი რამ ვანახო იმ ადამიანებს, ვისთვისაც მე საინტერესო ვარ. ვეჯიბრები ჩემს გუშინდელ თავს და ვცდილობ გავხდე უკეთესი თქვენთვის! სწორედ ეს ინტერაქცია, ერთიანობა, სიყვარული და ეს თავისუფლებისა და ბედნიერების გაზიარებული წამები და მომენტები ღირს მთელ ცხოვრებად” - წერს თათა გიორგობიანი.