ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სპორტსმენთან აწყვილებდნენ, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.
ქრისტინე იმედაძე, წარმატებული ჟურნალისტური კარიერის პარალელურად, აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კლიპებზე მუშაობასაც და სულ ცოტა ხნის წინ მან ახალი სიმღერაც გამოუშვა. კლიპში მომღერლის არაორდინარულმა იმიჯმა ბევრი ადამიანი მოხიბლა. ქრისტინემ გადაღებებიდან არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, გულშემატკივრებისგან კი უამრავი კომპლიმენტი მიიღო: „რა ცოდოა, ვინც შენ დაგკარგავს, შენ კი ნახავ უკეთესს“, „თექვსმეტი წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ. დღეს პირველად მოვუსმინე ქართულ თანამედროვე პოპ-მუსიკას ასე სიამოვნებით”, „სასწაულია ეს გოგო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.