ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, აძლევს სასარგებლო რჩევებს და მათგან საჭირო ინფორმაციას თავადაც იღებს.
ამჯერად ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს კადრებს ბათუმიდან უზიარებს და წერს, რომ დროა, ფოტოები ფოტოშოპის გარეშე გამოაქვეყნოს: „უხ, რა ცოტა მინდა ბედნიერებისთვის!ძალიან მომწონს აქ ჩემი თავი და გულს უხარია. სხვათა შორის, ფოტოშოპი არ არის გამოყენებული, ფერებია მხოლოდ გასწორებული… ეს ცალკე მიხარია, მაინცდამაინც ისეთი ფოტო რომ არ არის, ქუჩაში რომ შემხვდეს ნაცნობი და ვერ მიცნოს. სულ მინდა ხოლმე, რამე მივიწვრილო, დავიგრძელო, დავიმოკლო მაგრამ მგონი დროა, უფრო რეალურები დავდო…. ცელიულიტიანსაც დავდებ მალე და, სხვათა შორის, ერთ რამეში 10000% დავრწმუნდი - თუ ხართ თავდაჯერებულები, ხართ მომხიბლავენი, ჩვენ გარდა ცელიულიტებს და სტრიებს სხვა ვერავინ ხედავს!” - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ნუკის ფოტოს გამომწერების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ულამაზესი, როგორც ყოველთვის“, „საოცარი ფოტოა, ძალიან კარგი ხარ“, „აი, ამიტომ მიყვარხარ, ნამდვილი რომ ხარ... საყვარელო და ლამაზო” – წერენ „ისნტაგრამზე“.