ქართველი ბლოგერი, მოგზაური, ლექტორი და მარკეტერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 110 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. გურამ შეროზია აქტიურად აქვეყნებს პირად ფოტოებს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამომწერებს მოგზაურობის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც უზიარებს.
ამჯერად გურამ შეროზია გამომწერების რეაქციასა და კომენტარებზე საუბრობს: „ფეისბუკზე” სტუდენტობაზე დავდე ამაღელვებელი პოსტი და ტუჩი გქონია დაბერილიო; ჩემს "ქრაშთან" დავდე ფოტო და რატომ გვახვევ თავს, გვკიდიაო; ცოტა პალმები და უნდა იგლოვო, კოვიდია ქვეყანაშიო... ჰოდა, ხმას აღარ ვიღებ, ძალიან მაგარ ადგილას მივდივარ და მერე თქვენ გეტყვით ჩუმად“ - წერს გურამ შეროზია.
როგორც ცნობილია, გურამ შეროზია ამჯერად დომინიკელთა რესპუბლიკაში მოგზაურობს და ულამაზეს კადრებს გულშემატკივრებსაც უზიარებს. მან საკუთარი გამოცდილებისა და ისტორიების შესახებ „ინსტაგრამზე“ არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.