სიახლე

ორი სული ერთ სხეულში: როგორ ცხოვრობენ სიამის ტყუპები, რომლებმაც ბავშვობაში უარი თქვეს განშორებაზე

ორი სული ერთ სხეულში: როგორ ცხოვრობენ სიამის ტყუპები, რომლებმაც ბავშვობაში უარი თქვეს განშორებაზე
გოგონები სხვა თინეიჯერების მსგავსად ცხოვრობენ - დადიან პაემანზე, აქვთ სოციალური ქსელები, ხვდებიან მეგობრებს... ამავე დროს, ბევრს უკვირს, რამდენად განსხვავებულები არიან ისინი.

სიამის ტყუპების დაბადება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რომელსაც მედიცინა ჯერ კიდევ სწავლობს. სტატისტიკის თანახმად, სიამის ტყუპები იბადებიან, დაახლოებით, 200 000-დან ერთ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ვერასდროს შეხვდეთ სიამის ტყუპებს, ასეთი შემთხვევები მსოფლიოში საკმაოდ ბევრია. ეს ადამიანები იძულებულნი არიან, შეეგუონ სხვადასხვა უხერხულობას, მათ შორის, ქუჩაში გამვლელთა უცნაურ მზერას. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ
სიამის ტყუპები საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარს სულ უფრო ხშირად იწყებენ. ამის მაგალითს კარმენი და ლუპიტა ანანდეები წარმოადგენენ.



შეერთებული შტატების გულში მცხოვრები 21 წლის გოგონები მხიარულად უზიარებენ უცნობ ადამიანებს თავიანთ გამოცდილებას ერთ სხეულში ცხოვრების შესახებ და, ასევე, პასუხობენ ყველა კითხვას, მათ შორის, ყველაზე უტაქტოსაც კი. ტყუპები განმარტავენ, რომ ერთმანეთის აზრების წაკითხვა არ შეუძლიათ, უფრო მეტიც, მათ საკუთარი სურვილები და ინტერესები აქვთ. ტყუპების მეგობრები ასევე აღნიშნავენ, რომ, ერთი სხეულის მიუხედავად, კარმენსა და ლუპიტას სრულიად განსხვავებული პიროვნულობა გააჩნიათ. კარმენმა უარი თქვა სწავლაზე და სახლის საქმეები იტვირთა მაშინ, როცა ლუპიტამ დიპლომის აღება გადაწყვიტა.

როგორც დები აღნიშნავენ, მათ სრულიად განსხვავებული გემოვნება აქვთ მეგობარი ბიჭების შერჩევისასაც. ამიტომ კითხვას, ჰყავთ თუ არა საერთო შეყვარებული, გოგონები პასუხობენ, რომ არა. 2020 წელს ტყუპმა მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო შოუში "ორი და, ერთი სხეული", სადაც მათ უარი თქვეს ექიმების შეთავაზებაზე სხეულის გაყოფის შესახებ. მათ უარი განმარტეს იმით, რომ ასეთმა ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და სიკვდილიც კი. სხვათა შორის, სიამის ტყუპების უმეტესობა ან მკვდარი იბადება, ან დაბადებიდან მალევე კვდება.



ლუპიტასა და კარმენს საკუთარი გული, ფილტვები და კუჭი აქვთ; ღვიძლი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემები კი - საერთო. კარმენი მართავს მარჯვენა ფეხს, ხოლო ლუპიტა - მარცხენას. დესინქრონიზაციის თავიდან ასაცილებლად, მათ მთელი ბავშვობის განმავლობაში უწევდათ ფიზიოთერაპევტთან მუშაობა და ერთდროულად სიარულისა და მოძრაობის სწავლა.

თავდაპირველად, ექიმებმა გააფრთხილეს კარმენისა და ლუპიტას მშობლები, რომ დაბადების შემდეგ ისინი იცხოვრებდნენ არაუმეტეს სამი დღისა... ჯერ იღბალმა, შემდეგ კი მშობლების თავდაუზოგავმა შრომამ გოგონები დღემდე მოიყვანა და ისინი თავს ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობენ. გოგონებმა 18 წლის ასაკში მართვის მოწმობაც კი აიღეს და ახლა შესანიშნავად მართავენ ავტომობილს. მათ ამაში მამა დაეხმარა. ახლა ისინი მთელი ძალით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ორი განსხვავებული ადამიანის სიცოცხლე ერთ სხეულში არ არის სასჯელი ან დაავადება.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93