დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს აძლევს. სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ პაატა იმნაძის ტყუპი გოგონები, ლიზი და ტატა იმნაძეებიც.
როგორც ცნობილია, ორსული ტატა იმნაძე სულ ცოტა ხნის წინ „ფაიზერით“ აიცრა, რასაც სკეპტიკოსების მხრიდან უამრავი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. წერდნენ იმასაც, რომ ტატა სინამდვილეში ორსულად არ არის...
ამჯერად ტატა იმნაძე „ფაიზერის“ მეორე დოზით „ინსტაგრამლაივში“ აიცრა. გამომწერებს საშუალება ჰქონდათ, პროცესისთვის თვალი პირდაპირ ეთერში ედევნებინათ. "ახლა მაინც გჯერათ, ხალხო?!“ - ამბობდა ჩართვის დროს ტატას და, ლიზი იმნაძე.
ვაქცინაცია მშვიდ გარემოში ჩატარდა და, როგორც თავად ტატა ამბობდა, ის თავს კარგად გრძნობს.