სიახლე

სად გავატაროთ დასვენების დღეები ქალაქიდან გაუსვლელად ან ქალაქთან ახლოს

სად გავატაროთ დასვენების დღეები ქალაქიდან გაუსვლელად ან ქალაქთან ახლოს

დამღლელი სამუშაო კვირის მიწურულს ყველას უნდა დასვენება. „უიქენდის“ სასიამოვნოდ გატარების შემდეგ კვლავ ვივსებით ახალი ენერგიით და სამსახურს კარგი განწყობით ვუბრუნდებით. მაგრამ სად ჯობს წასვლა დასვენების დღეებში?

გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს „უიქენდის“ სასიამოვნოდ გასატარებლად.

ღია აუზი

შემოდგომა სულ ახლახან დაიწყო და სანამ ჯერ კიდევ თბილი ამინდებია, ღია აუზზე დღის გატარებას არაფერი ჯობს. თუ თანხის დაზოგვის პლატფორმით - hotsale.ge ისარგებლებთ და პრომო კოდს შეიძენთ, სპორტ თაიმის ღია აუზზე ულიმიტო ვიზიტი 45 ლარის ნაცვლად, 20 ლარი დაგიჯდებათ.

 

არაჩვეულებრივი ვარიანტია ასევე ზედაზენი რეზორტის

ღია აუზიც, თუ მშვიდ გარემოში განტვირთვა გსურთ. ოჯახთან ერთად გასართობად კი აკვა-პარკი იდეალური ვარიანტია. "ჰოთსეილზე" ევრო პარკის ერთდღიანი ვიზიტი, პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში, 35 ლარის ნაცვლად, 24 ლარი დაგიჯდებათ.

სად გავისეირნოთ

თუ ქალაქიდან გასვლა არ გინდათ, შეგიძლიათ წახვიდეთ თბილისის ზღვაზე, გაისეირნოთ ლისის ან კუს ტბაზე. კარგი ვარიანტებია ასევე: ბოტანიკური ბაღი, რიყის პარკი, საიდანაც საბაგიროთი ნარიყალასაც ესტუმრებით. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი გარე სირცეში, ოღონდ არ დაგავიწყდეთ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

 

სად ვჭამოთ გემრიელად

თუ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად რაიმე გემრიელის დაგემოვნება გსურთ, „ვარციხის მარანი“ გიმასპინძლებთ. "ჰოთსეილზე" ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში, ქართული ტრადიციული კერძების მენიუ ექვს სტუმარზე, 134 ლარი დაგიჯდებათ 190-ის ნაცვლად. თუ მცხეთაში გაისეირნებთ, რესტორანში „კოლხის ეზო“, ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში, 5 სტუმრის მენიუ 169 ლარი დაგიჯდებათ 250-ის ნაცვლად.

სუშის მოყვარულები კი სუშის სეტის შეკვეთას „საკეში“ 45 ლარად შეძლებენ 98 ლარის ნაცვლად, თუ "ჰოთსეილზე" ჯავშნის კოდს 5 ლარად შეიძენენ და 54% დანაზოგით ისარგებლებენ. ასევე, ძალიან კარგი ვარიანტია „სუშიკო“. 31 ლარად თქვენ შეძლებთ მიირთვათ ფილადელფია, თინუსის როლი, კალიფორნია, გველთევზას როლი.

თუ არატრადიციული კერძების დაგემოვნება გსურთ, შეიძინეთ ჯავშნის კოდი 8 ლარად და მიიღეთ 52%-იანი დანაზოგი იტალიურ კაფე-ბარ-კარაოკეში „Sicilia / სიცილია“. რაც შეეხება დესერტს, 2 ტირამისუ და 2 ამერიკანო 34% დანაზოგით შეგიძლიათ არტ ჰაუს თბილისში მიირთვათ.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93