მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჟურნალისტური კარიერის პარალელურად, აქტიურად აგრძელებს ახალ მუსიკალურ კლიპებზე მუშაობასაც და საკუთარ სიახლეებს "ინსტაგრამის" გამომწერებსაც ამცნობს.
ამჯერად ნინი კადრებს თურქეთიდან აქვეყნებს და წერს, რომ მისი ახალი სიმღერის კლიპისთვის გადაღებები სტამბოლში მიმდინარეობს. ზღვის ნაპირზე გადაღებულმა ვიდეომ გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა: „გრაციოზული, მისთვის დამახასიათებელი შარმით“, „ეს გოგო საოცრებაა“, „რა ლამაზი და საყვარელი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
როგორც ცნობილია, ნინი ბუადურაშვილი თურქეთში ახალი მუსიკალური კლიპის გადაღებაზე იმყოფებოდა. როგორც თავად წერს, კლიპს მსმენელი მალე იხილავს.