გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ წერს.
"არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემ გარდა, ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.
ფაქტები:
კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვალიდან 1-ელ მაისამდე;
"დელტა" ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.
დასკვნა:
ჩინური ვაქცინა არის ეფექტური "ვუჰანური" ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%;
"დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ, (ისრაელის და ბრიტანეთის "ფაიზერი"/"ასტრაზენეკას" ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.
იქნებ, დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე ("ფაიზერი", მალე "მოდერნაც" დაეწევა)" - წერს ფხაკაძე.