ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ნინო ცქიტიშვილის ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და წლების მატება მის გარეგნობაზე არ აისახება. გამონაკლისი არც მის მიერ ბოდრუმიდან გამოქვეყნებული ბოლო ფოტოებია: „დაუჯერებელია, რა მაგარ ფორმაში ხარ“, „ძალიან ელეგანტური ხარ“, „ნამდვილი სილამაზე“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ნინა ცქიტიშვილი ბოდრუმში ოჯახთან ერთად ისვენებს. ულამაზეს კადრებს კი მისი ქალიშვილი, ანა ნაცვლიშვილიც აქვეყნებს. უფროსი დის მსგავსად, წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებენ ანასაც, მისი გარეგნობა კი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>