„ბიუთი ბლოგერი" თაკო საზინა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, გარდა „იუთუბისა“, „ინსტაგრამზეც“ აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თაკო საკუთარი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებაც წერს.
ამჯერად თაკო საზინა ოთხფეხა მეგობრების შესახებ საუბრობს. როგორც ცნობილია, მან და მისმა მეუღლემ გუშინ ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი შეიძინეს, რომელსაც „პაბლო“ დაარქვეს, ხოლო „ები“, რომელიც თაკოს დაოჯახებამდე ჰყავდა, მშობლების სახლში დატოვა: „აქაც დავწერ ების შესახებ, რადგან ძალიან ბევრი მეკითხება, ები ჩემი მშობლების სახლშია და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, მთავარ “პატრონად” თავიდანვე მამაჩემი აირჩია, ნახევრად ეზოშია გაზრდილი და მიჩვეულია სივრცეს, მასთან ერთად გვყავს კიდევ ერთი ძაღლი, რომელთანაც ძალიან მეგობრობს და მის გარეშე ვერ ძლებს, რადგან ის ძაღლი პატარაა და შვილივით ყავს ების. ჩვენ რომ ახალ სახლში გადმოვდიოდით, თავიდანვე ვიცოდით რომ ები იქ რჩებოდა, თუმცა მე ძალიან გამიჭირდა და ვცადეთ აქაურობას შეგვეჩვია, მაგრამ ვერ გაძლო კორპუსის ბინაში. ამდენს იმიტომ ვწერ, რომ შიგადაშიგ ვიღებ მესიჯებს “ები რატომ დატოვე” და ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს, მთავარია ები კარგად გრძნობს თავს. ეს კი არის პაბლო, რომელიც მისვლისთანავე ისე სიყვარულით შემხვდა სწორედ მისმა სითბომ გადამაწყვეტინა მისი წამოყვანა, მალე ებისაც გავაცნობ“ - წერს თაკო საზინა.