თინათინ მაჭავარიანს, იგივე თის, საზოგადოება, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის ცნობილი ბლოგერი და ინფლუენსერია, რომელიც პოპულარული TikTok-ის საშუალებით გახდა. მისი და ტატუარტისტ ლაშა ჩხაიძის ურთიერთობა კი არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. სკანდალური დაშორების შესახებ თი მაჭავარიანმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორშიც“ ისაუბრა და განმარტა, რომ მათ ურთიერთობაში მესამე პირი ჩაერია.
მიუხედავად ამისა, თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად კი ფოტოებსა და ვიდეოებს დუბაიდან აქვეყნებს: “დღეში ორი პოსტი მგონი არ ამიტვირთავს არასდროს, მაგრამ ახლა ამ ფოტოს ვუყურებდი და ცოტათი ფერების დამუშავება მომინდა.. რამაც ატვირთვის სურვილი გამიმძაფრა და თქვენთვის შემოთავაზება მომანდომა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ახლა კარგად ვარ! სახელების დარქმევაც დიდად არ მიყვარს..მიჯაჭვული იარლიყები მაღიზიანებს! ჰოდა, რაც მთავარია, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, სადაც ვარ, როგორც ვარ - მიხარია და მაბედნიერებს! არც წარსულს და არც მომავალს მნიშვნელობა არ აქვს! ახლა მინდა რომ აწმყოში ვიცხოვრო! ვისაც ჩემი ბედნიერება უხარია - ჩემთან იყოს, ვისაც არა და - თავის გზით იაროს! მე კარგად ვარ. ესეც ჩემი დუბაის აღმოჩენები“ - წერს თი მაჭავარიანი.