სიახლე

რა სიმპტომები ახასიათებს ახალ, „მიუ“ შტამს? - ყველაფერი, რაც კორონავირუსის ახალ შტამზე უნდა იცოდეთ

რა სიმპტომები ახასიათებს ახალ, „მიუ“ შტამს? - ყველაფერი, რაც კორონავირუსის ახალ შტამზე უნდა იცოდეთ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინა, რომელსაც „მიუ“ ეწოდა. ეს შტამი პირველად 2021 წლის იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს და ამ დრომდე სულ 39 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ მოქმედებს ვაქცინა „მიუ“ შტამზე, ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ის მოქმედებით „დელტა” შტამზე უფრო ძლიერი არ არის.

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის ზოგიერთი სახეობა განიცდის მუტაციას, მათ აქვთ უნარი, გაუმკლავდნენ ორგანიზმის ისეთ დამცველობით ფუნქციას, რომელსაც ადამიანი ვაქცინაციით იძენს. მათ შორის, ეს თვისება,
ვარაუდობენ, რომ ახალ შტამსაც ახასიათებს. მიუხედავად ამისა, საიმედო მონაცემია ის, რომ „მიუ“ ამ დრომდე მხოლოდ 39 ქვეყანაშია გავრცელებული და დომინანტურ შტამს კვლავ “დელტა“ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის განსაკუთრებული შეშფოთებისა და ღელვის მიზეზს არ წარმოადგენს.

რა არის „მიუ“ შტამი?

კორონავირუსის არაერთი შტამი სხვადასხვა კატეგორიაში ერთიანდება. არსებობს ე.წ. variant of interest და variant of concern კატეგორიები. პირველ მათგანში ერთიანდება თავად „მიუ“, „ეტა“, „იოტა“, „კაპა“ და „ლამბდა“, ხოლო მეორეში - „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტა“.



შეუძლია თუ არა ახალ შტამს ვაქცინასთან გამკლავება?

ვაქცინის მიღებით ჩვენი ორგანიზმი წინასწარ სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ვირუსს. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი, მუტაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვლის სტრუქტურას, ვაქცინის დამცველობითი ფუნქცია იკლებს. ჯანმოს განცხადებით, წინასწარი დასკვნებით, „მიუ“ შტამს აქვს უნარი, „თავი აარიდოს“ ვაქცინით მიღებულ ანტისხეულებს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია არ არის და კვლევები ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობს. დარწმუნებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ორგანიზმს ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამებისგან ვაქცინის ყველა არსებული ვარიანტი კარგად იცავს.

რა სიმტომები ახასიათებს „მიუ“ შტამს?

რა სიმპტომები ახასიათებს ახალ „მიუ“ შტამს, მეცნიერები ჯერ ვერ საუბრობენ, რადგან ის კვლავ კვლევის საგანია და მასზე დაკვირვება ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელების აქტივობასა და ლეტალობის მაჩვენებელზე საუბარი ჯერჯერობით რთულია, თუმცა ცნობილია, რომ მას გადაცემის ჯაჭვური პრინციპი ახასიათებს. მის გამოვლინებებსა და მახასიათებლებზე სპეციალისტები უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.
ცნობილია ისიც, რომ ახალი „მიუ“ შტამი მეზობელ თურქეთში ორ ადამიანს დაუფიქსირდა, თუმცა ეს შეშფოთების მიზეზს არ იძლევა და მასთან გამკლავება პირბადის ტარებითა და სხვა რეომენდაციების დაცვით აბსოლუტურად შესაძლებელია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93