მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო ტელესახეა. ის თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბაბი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ზაფხულის ცხელი დღეები შემდეგ ბაბი კირკიტაძე საკუთარ ბენდთან ერთად სამუშაო გარემოს უბრუნდება და ახალ ფოტოებს სწორედ სტუდიიდან აქვეყნებს: „ახალი სეზონი დაიწყო“ - წერს მომღერალი. მისი ფოტოები, როგორც ყოველთვის, გამომწერების მხრიდან უამრავ კომენტარს იმსახურებს: „რა გოგოა!“, „როგორ მომწონხარ“, „მზე ხარ, ანათებ“, „სხვანაირად ლამაზი ხარ, კაშკაშებ და ბედნიერებას აფრქვევ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.