წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ნუცას ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. გამომწერები, მის გარეგნობასთან ერთად, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ნუცა ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია.
ამჯერად კი ნუცა ბუზალაძე გამომწერებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს: „როგორ მიყვარს ესეთი შემოქმედებითი პერიოდები ჩემს ცხოვრებაში.. როცა ყოველ დღე მუშაობ საკუთარ თავზე, ვითარდები და ყოველ დღე ერთ ნაბიჯს დგამ წინ შენი დიდი მიზნისკენ! ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ, გიმზადებთ ახალ სიმღერას და ახალ ვიდეორგოლს, რომელიც მჯერა, ძალიან შეგიყვარდებათ” - წერს მომღერალი.