მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და, წლების მანძილზე, უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთი ცნობილი სახის სიყვარულის ისტორია მოუსმენია, საკუთარზე ხმამაღლა საუბრისგან ტელეწამყვანი ამ დრომდე თავს იკავებს.
მაია ამჯერად ფოტოებს იზოლაციიდან აქვეყნებს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის შესახებ საკუთარ „ინსტაგრამზე დაწერა. როგორც ჩანს, ის იზოლაციის დღეებს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ატარებს. როგორც ცნობილია, ასათიანის დაინფიცირებიდან ოთხი დღეა გასული და ტელეწამყვანი თავს კარგად გრძნობს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>