მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
როგორც ცნობილია, ამჟამად ნეკა დოროყაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად მალდივის კუნძულებზე ისვენებს და რამდენიმე დღის წინ დაბადების დღეც სწორედ იქ აღნიშნა. ახლა კი „ინსტაგრამზე“ გამომწერებს მიმართავს და ამბობს, რომ მისი ვიდეო უცნობმა ადამიანმა „დაარეპორტა“: „პატარა ისტორიას მოგიყვებით ჩემს დღევანდელ დღეზე. მოკლედ, ცოტა ხნის წინ მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე, ახლა აღვადგინე ვიდეო და რეპორტს აუცილებლად გაჩვენებთ. მინდა გითხრათ, რომ შური და ბოღმა ძალიან ცუდი ამბავია, ამით შეიძლება, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ავნოთ. შესაბამისად, ვისაც გაღიზიანებთ ჩემი სთორები, ნუ უყურებთ, ჩემს რეპორტებს თავი დაანებეთ იმიტომ, რომ მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები. საინტერესოა, ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, რომელიც არეპორტებს ჩემს ვიდეოებს, და ჩემი ინსტაგრამზე ყურების მეტი, საქმე არ აქვს. ალბათ, თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.