მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რამდენიმე კვირის წინ მან სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ უკვე დიდი ხანია, ორსულობის ამბავს მალავს: „მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე… მადლობა ჩემს სიყვარულს ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის..." - წერდა ალექსანდრა.
სასიამოვნო სიახლის გაზიარების შემდეგ, ალექსანდრა პაიჭაძე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოებს და გამომწერების მხირდან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს: „ყველაზე სექსუალური ფეხმძიმე ხარ, ვინც კი მინახავს“, „თვალები საოცრად გიბრწყინავს“, „უკომენტაროდ ვერ დავტოვებ, ულამაზესი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.